სადღეგრძელო იყოს მისი…
გამოღმით მე ვარ, გაღმა შენ
შუაზე მოდის მდინარე,
ხიდი არ გვიძე წყალზედა,
ფიქრი გვკლავს მოუთმინარე.
მინდა გაკოცო, მაკოცო,
შენს სახეს ვხედავ მღიმარეს,
მაგრამ ვერსაით გამოვედ
ამ სატიალო მდინარეს.
მეც უნავო ვარ, შენაცა,
ცურვა არ ვიცით, ვტირითა;
მეშველიც არვინ გვიჩნდება
არც ციდან, აღარც ძირითა,
შენ მე მიმელი, მე შენა
გაცინებული პირითა.
+ نوشته شده در جمعه چهاردهم مهر ۱۳۹۱ ساعت 13:52 توسط x